გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

15.12.23 20:56
 გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანისიის პარლამენტის ზედა პალატამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა - გერმანული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შედეგად მთავრობა შეძლებს, რომ დააჩქაროს და გაამარტივოს ქვეყნების მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მიღების პროცესი.

უწყების ცნობით, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში შესვლის სურვილი გააჩნიათ და ამიტომ, ამ ქვეყნებში მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან.
 

ამას გარდა, ყოველი მეათე თავშესაფრის მაძიებელი გერმანიაში საქართველოდან და მოლდოვიდან ჩადის, ხოლო მათი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარება, საშუალებას მოგვცემს, საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად შევამციროთ არალეგალური მიგრაციის მასშტაბები", – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები