ევროკავშირმა ბურთი ჩვენს მოედანზე გადმოიტანა, ახლა ჩვენი ჯერია, გასატარებელია რეფორმები - გია ჯაფარიძე

15.12.23 21:30
ევროკავშირმა ბურთი ჩვენს მოედანზე გადმოიტანა, ახლა ჩვენი ჯერია, გასატარებელია რეფორმები - გია ჯაფარიძე

ერთი ნაბიჯით ახლოს ევროპასთან - ილია ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, გია ჯაფარიძე " ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ევროკავშირმა ბურთი საქართველოს მოედანზე გადმოიტანა", ამიტომ ახლა დროა, საზოგადოება გააქტიურდეს და მთავრობამ დაკისრებული პასუხისმგებლობები პირნათლად შეასრულოს.

გია ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფოს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ გახდეს ეკონომიკური კუთხით ძლიერი ქვეყანა, საიდანაც მოქალაქეები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ემიგრაციაში აღარ წავლენ.

წინ არის ძალიან დიდი შრომა. თავიდან ბოლომდე ეს ჩვენზე არის დამოკიდებული. ევროკავშირმა ბურთი თავისი მოედნიდან გადმოიტანა ჩვენს მოედანზე და ახლა საქართველოს მოქალაქეებს თუ სურთ, რომ ცხოვრობდნენ უკეთეს ქვეყანაში, ცხოვრობდნენ რეფორმირებულ ქვეყანაში, საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის წარმატებული, ევროპული სახელმწიფოები, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქე მიგრაციაში არის წასული და იქიდან ინახავს აქ ოჯახზე. ამ ქვეყნიდან გაქცეული ადამიანები, რომლებიც მიდიან კარგ ქვეყნებში, ასეთი კარგი ქვეყანა უნდა გავხდეთ ჩვენც, საიდანაც ხალხი კი არ გაიქცევა, პირიქით, აქეთ მოუნდება ჩამოსვლა", - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

 

მსგავსი სიახლეები