"ოცნება" ვერ მოიქცა ევროპულად და პრეზიდენტსაც კი არ შესთავაზა მისალმებოდა ხალხს - ნაცვლიშვილი

16.12.23 11:11
"ოცნება" ვერ მოიქცა ევროპულად და პრეზიდენტსაც კი არ შესთავაზა მისალმებოდა ხალხს - ნაცვლიშვილი

"ოცნება" ვერ მოიქცა ევროპულად და პრეზიდენტსაც კი არ შესთავაზა მისალმებოდა ხალხს - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი გუშინ განართულ სახალხო ზეიმზე მმართველი პარტიის ქცევას.

ნაცვლისვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თავისი გამოსვლით, სადაც სიტყვა საქართველოს პრეზიდენტით დაიწყო, აჩვენაევროპული კულტურა და ევროპული პოლიტიკური ეტიკეტი.

ჰერჩინსკის გამოსვლა იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რა არის ევროპული კულტურა, ევროპული ქცევა, ევროპული პოლიტიკური ეტიკეტი. კარგად გამოჩნდა განსხვავება მის გამოსვლასა და დანარჩენების გამოსვლებს შორის. სამწუხაროა, რომ "ოცნება" ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფო მეთაურსაც კი, აღარ ვამბობს ხვებზე, არ შესთავაზა მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორი იყო პრეზიდენტის იქ ყოფნა. ეს ერთპარტიულ ჭრილში სამყაროს აღქმა არის დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება, ამიტომ არის საჭირო დროზე ვიაროთ წინ ევროპისკენ", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია ის დიდი უხერხულობა, რომელიც სახალხო ზეიმზე, მთელი მსოფლიოს დასანახად შეიქმნა. ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო გამოენახა ვერც ერთი წუთიი პოლარიზაციის დასაძლევად და ერთიანობის სადემონსტრაციომ.

მმართველმა გუნდმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლის და ხალხისთვის მილოცვის საშუალება არ მისცა.

მსგავსი სიახლეები