პრეზიდენტი იყო ხალხთან და უფრო ზევით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სცენაზე იდგნენ - ბერძენიშვილი
პრეზიდენტი იყო ხალხთან და უფრო ზევით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სცენაზე იდგნენ - ასე აფასებს პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილ სპეცოპერაციას.
ბერძენიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩის ტექსტი იყო უზადო და იყო ძალიან ღია მინიშნება, როგორი ევროპული წესებით მოქცევა მოეთხოვა საქართველოს ხელისუფლებას.
პრეზიდენტი გუშინ იყო ხალხთან და ცოტა ზევით. ამ სიტყვების გამო მას ძალიან დიდხანს აკრიტიკებდნენ და დღეს ნამდვილად გამოჩნდა, რომ ის იყო ხალხთან და უფრო ზევით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სცენაზე იდგნენ. ევროკავშირის ელჩის ტექსტი იყო უზადო და მან რომ დაიწყო გამოსვლა, პრეზიდენტს მიულოცა პირველ რიგში. ეს იყო ძალიან ღია მინიშნება, ევროპელობა რომ ქართველებს, საქართველოს პოლიტიკასაც, მის ხელისუფლებასაც მოეთხოვება ევროპული წესებით მოქცევა", - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია ის დიდი უხერხულობა, რომელიც სახალხო ზეიმზე, მთელი მსოფლიოს დასანახად შეიქმნა. ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო გამოენახა ვერც ერთი წუთიი პოლარიზაციის დასაძლევად და ერთიანობის სადემონსტრაციომ.
მმართველმა გუნდმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლის და ხალხისთვის მილოცვის საშუალება არ მისცა.