ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად - ხაბეიშვილი

16.12.23 11:55
ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად - ხაბეიშვილი

ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ამერიკელ პარტნიორებთან სამდღიანი სამუშაო შეხვედრები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კამპანიის მართვის თემაზე ექნებათ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა - ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ერთადერთ რამეს - „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები