ხაბეიშვილი და ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად, რონ ნერინგთან შეხვედრას მართავენ
"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღამაშენებელი" საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას იწყებენ.
ამ წუთებში, თბილისი მერიოტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად, რონ ნერინგთან შეხვედრას მართავენ, რომელიც არის ლიდერობის ინტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტი, ასევე იყო ეროვნული სპიკერი 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში.
„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა და შესაბამისად ჩვენ ვემზადებით ცხადია რუსული პარტიის დასამარცხებლად, ამისთვის
გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ,ყველა კანონით მონიჭებულ უფლებას იმისთვის,რომ ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის გასამარჯვებლად ,შესაბამისად დღევანდელი შეხვედრა,რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება ემსახურება ერთადერთ რამეს ,”ნაციონალური მოძრაობა”გამარჯვების კოალიციამ კამპანია წარმართოს ისე,რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გიორგი ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკელი პარტნიორების დახმარება, განსაკუთრებით დეზინოფრმაციასთან ბრძოლისთვის.
უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, ჩვენ ძალიან სიღრმისეულად ვემზადებით მომავალი წლის არჩევნებისთვის და უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების დახმარება. განსაკუთრებით რაში - როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. არის ამის კონკრეტული მექანიზმები. ჩვენ მხოლოდ ვიცი, რომ "ოცნება" დგას დეზინფორმაციაზე და ტვინის შტურმზე, რომელიც მოწყობილი აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ამას დავამარცხებთ, ამერიკა ჩვენს გვერდით არის, ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელი რონ ნერინგი აცხადებს, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანია ენმ-ის წევრებიში იმ უნარების დანერგვა, რომელიც მათ საარჩევნო კამპანიის წარმართვაში დაეხმარებათ.
გუშინ ჩამოვედი საქართველოში და ძალიან მოხარული ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღეს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანა. მე წარმოვადგენ ლიდერშიპ ინსტიტუტს, რომელიც მუშაობს მრავალი წელია კონსერვატიულ და მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის თავისუფალი ბაზარი, ადამიანის თავისუფლება. ჩამოვედით იმისთვის, რომ ჩავატაროთ სემინარი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რადგან მომავალი წელი არის არჩევნების და ჩვენ ვეცდებით, რომ მათ გადავცეთ ის უნარები, რომელიც საჭიროა საარჩევნო კამპანიაში",- აღნიშნა ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა", - რონ ნერინგი