მოქმედ პრეზიდენტს სცენაზე არ უშვებენ, პრეზიდენტს კი, რომელმაც ევროკავშირის გზაზე მთავარი ნაბიჯები გადადგა, ტყვეობაში ჰყავთ - ხაბეიშვილი
მოქმედ პრეზიდენტს სცენაზე არ უშვებენ, პრეზიდენტს კი, რომელმაც ევროკავშირის გზაზე მთავარი ნაბიჯები გადადგა, ტყვეობაში ჰყავთ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, სამწუხარო რეალობაა, როდესაც "ოცნება" მხოლოდ და მხოლოდ რუსული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
მოქმედ პრეზიდენტს სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ. პრეზიდენტს, რომელმაც ევროკავშირის გზაზე მთავარი ნაბიჯები გადადგა პუტინის საამებლად ტყვეობაში ჰყავთ და ზოგადად, ისინი არ აფასებენ არავის, ვინც არ არის ბიძინა ივანიშვილის მორჩილებაში. შესაბამისად, სამწუხარო რეალობაა, რომ წყვეტენ, მხოლოდ და მხოლოდ, რუსული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, რა სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია ის დიდი უხერხულობა, რომელიც სახალხო ზეიმზე, მთელი მსოფლიოს დასანახად შეიქმნა. ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო გამოენახა ვერც ერთი წუთიი პოლარიზაციის დასაძლევად და ერთიანობის სადემონსტრაციომ.
მმართველმა გუნდმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლის და ხალხისთვის მილოცვის საშუალება არ მისცა.