"ოცნება" პრეზიდენტს უდიერად მოექცა - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლი" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გუშინ, მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტს უდიერად მოეცა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლის უფლება და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.
ვაშაძის თქმით, ამით "ოცნებამ" ხალხს გახლეჩილობის და ხიდჩატეხილობის მაგალითი აჩვენა.
"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ ლუსტრაცია მოახდინა, რომ პარტიული ღონისძიება გააკეთა გუშინ და არა ზეიმი. ეს არის რეალობა, მიხვდით. სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალურად ქვეყნის პრეზიდენტიც კი, მას მოექცა უდიერად და ამით აჩვენა ხალხს, რომ არა, არა, მე ისევ გახლეჩილობისკენ, ხიდჩატეხილობისკენ მივდივარ", - აღნიშნა ვაშაძემ.
ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგანია ის დიდი უხერხულობა, რომელიც სახალხო ზეიმზე, მთელი მსოფლიოს დასანახად შეიქმნა. ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო გამოენახა ვერც ერთი წუთიი პოლარიზაციის დასაძლევად და ერთიანობის სადემონსტრაციომ.
მმართველმა გუნდმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სცენაზე ასვლის და ხალხისთვის მილოცვის საშუალება არ მისცა.