"ნაციონალური მოძრაობა" მოსწავლეთა კვებისთვის თანხების გამოყოფას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" მოსწავლეთა კვებისთვის თანხების გამოყოფას ითხოვს - ბოლო სტატისტიკით დადგენილია, რომ მოსწავლეთა შიმშილი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ოპოზიციას არგუმენტად მოჰყავს ციფრები, რომ მოსწავლეთა 35 პროცენტი შიმშილის ზღვარზეა. დილიდან საგანგებო განცხადებით ქუთაისის მერიას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიმართა. საუბარია დაახლოებით მილიონ ნახევარზე, რომელიც პირველკლასელთა გამოკვებისთვის უნდა დაიხარჯოს.
მოსწავლეთა 35 პროცენტი სკოლებში, სასწავლო პროცესის დროს განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო რაც შეეხება 75 პროცენტს, ისინი ნაწილობრივ შიმშილობენ. მივმართეთ ქალაქის მერს, შესაბამისი თანხები მოეძიებინა ადგილობრივ ბიუჯეტში. პირველ კლასელებზე გვქონდა ეს თემა შეტანილი ჯერჯერობით, რომ მოსწავლეებს მიეღოთ საკვები სწავლის პროცესში. ქალაქის მერმა გადაგვამისამართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ჩვენი მოთხოვნაა ქალაქის მერმა მოიძიოს ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები იისათვის, რომ ბავშვებმა, პირველკლასელებმა მიიღონ კვებითი პროგრამები", - აღნიშნა ხათუნა არველაძემ.