პრეზიდენტი იდგა ხალხთან, ეგოისტი მთავრობა კი სცენაზე - დაუშვილი
"პრეზიდენტი იდგა ხალხთან, ეგოისტი მთავრობა კი სცენაზე" - ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა "პირველებთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალების არ მიცემა მმართველი პარტიის წარმომადგენლების არასწორ პოლიტიკაზე მეტყველებს.
დაუშვილის თქმით, გუშინდელი ღონისძიების დროს პრეზიდენტი ხალხთან იდგა, სადაც მასთან ერთად "ქართული ოცნების" წევრებიც უნდა ყოფილიყვნენ.
ქალბატონი სალომე არის პრეზიდენტი, რომელიც ხალხთანა რის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და იგი გუშინ იყო ხალხთან ერთად. ხალხთან ერთად უნდა ყოფილიყო მთავრობაც და "ოცნებაც". რაც მათ გააკეთეს, ეს ქალბატონ სალომეზე კი არა, თავად "ოცნებაზე" მეტყველებს. ვინ არიან, რა არიან, როგორ აზროვნებენ და რა, ასე ვთქვათ, მოტივები და მიზნები გააჩნიათ და რამდენად ეგოისტები არიან", - აღნიშნა დაუშვილმა.