ექსკლუზივი: ოლიგარქის ძმის ნადირობა გარდაცვლილის ბინაზე - ალექსანდრე ივანიშვილის საბინაო აფერა

16.12.23 21:03
ექსკლუზივი: ოლიგარქის ძმის ნადირობა გარდაცვლილის ბინაზე - ალექსანდრე ივანიშვილის საბინაო აფერა

"მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - როგორ მდიდრდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ყველაზე ღარიბი ხალხის ხარჯზე და გაყალბებული ხელმოწერებით როგორ იგდებენ ხელში ხანდაზმულებისა და გარდაცვლილების ქონებას?! 

სასამართლო, რეესტრი, ტექბიურო, აღსრულება - როგორ დგას მთელი სისტემა, ოლიგარქის ძმის სამსახურში და როგორ აგდებენ ადამიანებს საკუთარი სახლებიდან.

დაუჯერებელი ამბის ისტორია 18 წლის წინ თბილისის ცენტრში, იოსებიძის 76 ნომერში დაიწყო.  ბინის კანონიერ მფლობელს, ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის ძმა და მასთან დაკავშირებული პირები აგდებენ.  საუბარია ქონებაზე, რომელშიცმ მარიამ იორაშვილის ოჯახი 1962 წლიდან ცხოვრობს. ბინის მფლობელი იორაშვილის დედა, მარგარიტა მორჩაძე იყო. 

მარგარიტა მორჩაძემ,  1994 წლის 4 თებერვალს გადაწყვიტა, ქონება, შვილზე, მარიამ იორაშვილზე გადაეფორმებინა. შესაბამისი მოთხოვნით განცხადება ტექნიკურ და სამისამართო ბიუროებში შეიტანა. ამ დროს ოჯახი ჯერ კიდევ საქმის კურსში არ იყო, რომ ზუსტად ერთ კვირაში ანუ 11 თებერვალს, ალექსანდრე ივანიშვილი მათი კუთვნილი ბინის მფლობელი გახდებოდა. 

ეს ამბავი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმალებოდა. ანუ იორაშვილები საკუთარ ბინაში ცხოვრებას განაგრძობდნენ ისე რომ ალექსანდრე ივანიშვილის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ოლიგარქის ძმა კულისებიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, რაც მარიამ იორაშვილმა პრივატიზებული ბინის რეგისტრაციაში გასატარებლად, საჯარო რეესტრს მიაკითხა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბინაზე, რომელიც დედამ დაუტოვა, ბიძინა ივანიშვილის ძმას ჰქონდა პრეტენზია. 

ივანიშვილის ძმამ მარიამ იორაშვილს 2 დოკუმენტი აჩვენა, ოლიგარქის ნათესავი ამტკიცებდა, რომ მარგარიტა მორჩაძემ, ბინა, რომელიც 4 თებერვალს შვილს გადაუფორმა,  11 თებერვალს ალექსანდრე ივანიშვილს, 10 პურის ფასად, 10 მილიონ კუპონად მიჰყიდა.

ამის შემდეგ, 2005 წლის ზაფხულიდან მხარეებს შორის დავა იწყება, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. იმის მიუხედავად, რომ მარიამ იორაშვილმა, ალექსანდრე ივანიშვილი, ყალბი დოკუმენტის მომზადებაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ამხილა -  2006 წლის იანვარში, მოსამართლე ლეილა არხოშაშვილმა, დაადგინა, რომ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ალექსანდრე ივანიშვილსა და მარგარიტა მორჩაძეს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. 

მარიამ იორაშვილს ეგონა, რომ დავა დასრულდა და სამართალმა იზეიმა. სასამართლო გადაწყვეტილებით ხელში, ბინის დასარეგისტრირებლად მივიდა, თუმცა იქ ოლიგარქის ძმამ, კიდევ ერთი სიურპრიზი დაახვედრა. ქალი ამბობს, რომ ივანიშვილმა სასამართლო დავის პარალელურად, გაყალბებული ხელმოწერით მისაკუთრებული ბინა, თითქოს გაყიდა, ახალი მყიდველი კეთილსინდისიერ შემძენად რომ გამოჩენილიყო. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ მიხეილ ჩომახაშვილი, ვინც ალექსანდრე ივანიშვილისგან  ბინა თითქოსდა შეიძინა, რეალურად ივანიშვილის ახლო მეგობარია. დოკუმენტის თანახმად, იოსებიძის ქუჩაზე, 100 კვადრატზე მეტი ფართის ბინაში, ჩომახაშვილს 26 ათასი ლარი აქვს გადახდილი. 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ივანიშვილსაც და მიხეილ ჩომახაშვილსაც, იოსებიძის ბინისთვის ბრძოლის საქმეში, ერთი და იგივე ადვოკატი, მიტროფანე სტურუა ჰყავდათ. ივანიშვილის მსგავსად, ყველა ნოტარიულ აქტს, ჩომახაშვილიც "ქართუს" ნოტარიუსთან, ჭავჭავაძის 39ა-ში აფორმებდა. 

ეკატერინე გვანცელაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის პირადი ნოტარიუსია. ის აწერს ხელს ყველა იმ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ოლიგარქს, მის გარემოცვას და "ქართუ ჯგუფს" სჭირდება. 

საბოლოოდ, მას შემდეგ რაც ვერც ალექსანდრე ივანიშვილმა და ვერც მისმა მეგობარმა მიხეილ ჩომახაშვილმა ბინიდან მისი მფლობელების გამოსახლება ვერ შეძლეს, საქმეში "ქართუ ბანკი" ჩაერთო. ბინა "ქართუ ბანკის" იპოთეკაში ჩადეს, ჩომახაშივლი კი სესხს არ იხდიდა, ამიტომ ოჯახს უკვე ბანკიდან მიაკითხეს და უთხრეს რომ, ბინას აუქციონზე გაუყიდდნენ. ამ გარიგების დროს "ქართუ ბანკის" სახელით მოქმედი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მოქმედებდა. ჩომახაშვილის წარმომადგენელი იუსტიციის სახლში, პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი იყო.

მაჭარაშვილმა, რომელიც მედიას არასდროს გაურბის, ალექსანდრე ივანიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე, დუმილი ამჯობინა. 

"შაბათის ეთრისთვის" მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოძლიერების შემდეგ, ალექსანდრე ივანიშვილმა და მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა, იოსებიძის ქუჩაზე არსებული ბინის ხელში ჩასაგდებად, მეორე ფრონტი გახსნეს.

ონკოლოგიური ავადმყოფი, რომელსაც წამოჯდომაც კი არ შეუძლია,  28 სექტემბერს, აღსრულების ბიურომ, სახლის ნივთებთან ერთად, ბინიდან, იძულებით გაიყვანა. 

რაში დასჭირდა ალექსანდრე ივანიშვილს ერთი ბინა საბურთალოზე, რომლის გამოც, ოჯახს ცხოვრება, 18 წელია, ჯოჯოხეთად აქვს ქცეული?! - ყველა დეტალი და მხარეთა პოზიციები მაკა ჩიხლაძის სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები