პრეზიდენტის გზა - ექსკლუზიური კადრები

16.12.23 20:17
პრეზიდენტის გზა - ექსკლუზიური კადრები

პრეზიდენტის გზა - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ "პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით", საბოლოოდ, ხალხთან ყველაზე ახლოს დადგა. 

პრეზიდენტი  სტერეოტიპებს ამსხვრევს, ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ მათნაირად ცხოვრობს. "შაბათის ეთერმა" პრეზიდენტის ერთი, ჩვეულებრივი დღის გადაღება მოახერხა.  ზოგიერთ მონაკვეთში ზურაბიშვილი საეროდ ვერ ხედავს, რომ მას ოპერატორი აფიქსირებს... 
კადრებში ჩანს, რომ ამ დროსაც კი უნდა დაცვისგან დისტანცირდეს. 

პირადი მცველები დასაცავ ობიექტს ერთი წამით არ უნდა მოშორდნენ, ეს კანონით გაწერილი ვალდებულებაა, თუმცა ამის მიუხედავად ზურაბიშვილი როცა ხალხშია  მცველებს  მიუთითებს  არ შეუზღუდონ მოქალაქეებს მასთან მიახლოება.

სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი სწრაფად იზრდება. ვიდრე ის "ქართულ ოცნებასთან" ერთად ერთ ბანაკში მყოფ პოლიტიკურ ლიდერად მოიაზრებოდა ვერც სითამამეს იჩენდა და ყოველი სიტყვის კონტროლიც უწევდა. ახლა კი ხალხისგან უფრო მეტ პატივისცემას გრძნობს. 

ბრაზდება, როცა ვინმე უშვებს, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველო დატოვოს და საპენსიო წლები პარიზში გაატაროს.  პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ  პოლიტიკაში დარჩება. არ გამორიცხავს  არც საკუთარი პარტიის შექმნას

პოლიტიკურ გეგმებზე პრეზიდენტის დუმილი ახლა ყველაზე მეტად ნერვებს "ქართულ ოცნებას" უშლის. მათ ყველაზე კარგად იციან პოლიტიკური ერთობის ძალა. თუ  სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მოკავშირედ გადაიქცევა გადაწყვეტ ამასწინებზე ეს შესაძლოა, "ოცნების" ნმარცხის მთავარ მიზეზად იქცეს. 

პრეზიდენტის გზა - ნატა ქაჯაის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები