საქმე შეწყალების კომისიის წინააღმდეგ - სპეცოპერაცია მარგველაშვილის გასაჩუმებლად?

16.12.23 20:43
საქმე შეწყალების კომისიის წინააღმდეგ - სპეცოპერაცია მარგველაშვილის გასაჩუმებლად?

პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების კომისიის თაროზე შემოდებული საქმე საქართველოს პროკურატურამ ჩამოიღო. ცნობილია, რომ შეწყალების საქმეზე ბრალდებული, ზურაბ ჯამალაშვილი შოთაძის უწყების მოთხოვნით, საფრანგეთის პოლიციამ დააკავა.  პროკურატურა ახლა მის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს.  პროკურატურა ამტკიცებს, რომ კომისიის სახელით პატიმარს დიდი ფული გამოსძალეს. 

დაკავებული ჯამალაშვილის მეუღლე, "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვარაუდობს, რომ საფრანგეთში მისი ქმარი პროკურატურის მოთხოვნით მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ჩვენება პრეზიდენტ მარგველაშვილის ან მისი შეწყალების კომისიის წინააღმდეგ მისცეს. 

თანხის სანაცვლოს პატიმრების გათავისუფლების  საქმეს შოთაძის უწყება 2017 წლიდან იძიებს. „შაბათის ეთერის“  მიერ მოპოვებული  საქმის მასალებით  დგინდება, რომ  ეს გამოძიება თაღლითობაში  ბრალდებული ერთი პატიმრის ინფორმაციის  საფუძველზე დაიწყო.  ოთარ გრიგალაშვილი, რომელიც იმ დროს ზურაბ ჯამალაშვილთან  ერთად სასჯელს იხდიდა 2017 წლის  5 მაისს პროკურატურას ჯერ წერილობით, შემდეგ კი ცხელ ხაზზე დაკავშირებით  ციხიდან ატყობინებდა, რომ შეწყალების კომისიაში საქმის ჩაწყობას 12 ათასი ლარის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. 

ამ შეტყობინებაზე რეაგირება საქმის მასალების მიხედვით პროკურატურამ სამ თვეში  2017 წლის 21 აგვისტოს მოახდინა. ციხეში შესულ გამომძიებლებს  კი პატიმარმა  გრიგალაშვილმა  უთხრა, რომ შეწყალების სანაცვლოდ ფულს ყოფილი თანამესაკნე  ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი  ფხალაძე სთხოვდნენ. სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ კი ინფორმაცია თითქოს შეწყალების კომისიის იმ  დროინდელ ხელმძღვანელს, ზვიად ქორიძესაც ჰქონდა, მასთან საკონტაქტო პირი კი ქორიძის ნაცნობი გივი საღარეიშვილი იყო. 

სკანდალური ინფორმაციის  მიწოდების სანაცვლოდ მსჯავრდადებულმა გრიგალაშვილმა ციხე  რამდენიმე კვირაში, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით დატოვა. 

ამ საქმეში არის ერთ საეჭვო გარემოება, თუ პროკურატურასა ჰქონდა საჩივარი და ჰყავდა მოწმე რომელიც შეწყალების კომისიას ფულის აღებაში ადებდა ხელს, რატომ არ დაკითხეს საქმის ფიგურანტები, მაგალითად, ზურაბ ჯამალაშვილი,  რომელიც პროკურატურის ოქროს მოწმე შუამავლად ასახლებდა. 

ამასთან, ირკვევა, რომ გამოძიების დაწყებიდან  სამი წლის შემდეგ გაახსენდა პროკურატურას გივი საღარეიშივლიც  რომელიც ოქროს მოწმის მტკიცებით, იყო შუამავალის შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან.

გივი საღარეიშვილი საბოლოოდ, მოწმე გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა. 

რეზონანულ საქმეზე დაკითხვაზე უკვე დაიბარეს შეწყალების კომისიის მაშინდელი ტავმჯდომარე, დაუკავშირდება თუ არა პრეზიდენტ მარგველაშვილს პროკურატურა? - მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები