ექსკლუზივი: მერიის გარიგება სანქცირებულ რუსულ კამპანიებთან?!
თბილისის მერიის გარიგება სანქცირებულ რუსულ კამპანიებთან?! - კალაძემ პუტინის მეგობარ ოლიგარქს ფული საქართველოს ბიუჯეტიდან მისცა.
კომპანია "ბეთანის" დირექტორი "შაბათის ეთერთან" აღიარებს, რომ დედაქალაქის მერიამ თბილისის მეტროს სათადარიგო ნაწილები და ლიანდაგის საშენი მასალები, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ალექსეი მორდაშოვის მეტალურგიული ქარხნიდან იყიდა. დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ფული სწორედ ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრის, ალექსეი მერდაშოვის კომპანიის, "სევერსტალ მეტისის" ანგარიშებზე ჩაირიცხა.
"შაბათის ეთერის" ხელშია რუსულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ნაყიდი მასალების სია, საგარანტიო წერილები, რომელიც ადასტურებს, რომ ალექსეი მერდაშოვის სანქცირებული კომპანია "სევერასტალის" შვილობილი კომპანია "სევერსტალ მეტიზი", თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაკვეთის შესასრულებლად მუშაობდა.
დედაქალაქის მერი ვერ უარყოფს, რომ დიდ ფული რუსულ კომპანიებს მისცა. კახა კალაძე ახლა თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ ის რაც თბილისის მეტროპოლიტენს გამართული მუშაობისთვის სჭირდება, მხოლოდ რუსულ ბაზარზე იყიდება, თუმცა მერს არ სურს უპასუხოს კითხვას, რატომ იყიდა მისმა უწყებამ პროდუქცია სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიისგან.
რუსულ ქარხნებში წარმოებული სათადარიგო ნაწილები და რკინიგზის საშენი მასალები საქართველოში 2023 ოქტომბერში შემოიტანეს. შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა გამოაცხადა. დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ბეთანმა" გარიგება ოკუპანტი ქვეყნის ცამეტ კომპანიასთან დაიდო. მათ შორის სანქცირებულ "სევერსტალის" შვილობილ კომპანია, "სევერსტალ მეტიზთან".
კომპანიის "ბეთანის" დირექტორი ადასტურებს, რომ დედაქალაქის მერიისთვის წინასწარ ცნობილი იყო რომ ისინი ფულს რუსულ პროდუქციაში იხდიდნენ და ამაზე კალაძის უწყებაში პრობლემა არავის ქონია.
მას შემდეგ რაც სანქცირეუბლი ოლიგარქის კომპანიისგან, პროდუქციის შესყიდვის ამბავი გასკდა, მერია და შუამავალი კომპანია გადაბრალების რეჟიმზე გადავიდნენ. შუამავალი ამბობს, რომ მერიას შეუთანხმა, რომ პროდუქცია რუსეთიდან შემოდიოდა, მერიაში ამბობენ, რომ სანქცირებული ქარხნიდან პროდუქციის მიწოდება შუამავლის პასუხისმგებლობაა.
კომპანია "სევერსტალი", რომლის შვილობილი კომპანიიდანაც კახა კალაძის უწყებამ თბილისის მეტროს სათადარიგო ნაწილები იყიდა, რუს მილიარდერს ალექსეი მორდაშოვს ეკუთვნის. მორდაშოვი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის თებერვალში, მისი კომპანიები კი უკრაინაში წარმოებული სასტიკი ომში, ვლადიმერ პუტინის დახმარებისთვის 2022 წლის მარტში დაასანქცირა.
პირველი დოკუმენტი, რომელიც სანქცირებული "სევერსტალის" შვილობილი კომპანია, "სევერსტალ მეტიზი მიერ , თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის საჭირო მასალის დამზადებას ადასტურებს 2022 წლის 24 მაისით თარიღდება. რუსული ნაწარმის შემომტან შპს ბეთანისთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი შარკოვი აწერს.
ირკვევა, რომ შპს ბეთანმა სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ორი ტენდერი მოიგო და ჯამში ბიუჯეტიდან 1 მილიონ 489 ათას 710 ლარი მიიღო. პირველი , 544 ათას ლარიანი ხელშეკრულება რუსული პროდუქციის შემოსატანად 2022 წლის ოქტომბერში გააფორმეს. მაშინაც პროდუქცია მერიამ ბეთანის გავლით რუსეთიდან შემოიტანა.
კორუფციის მკვლევრები, ამბობენ, რომ კომპანია ბეთანი თბილისის მერიამ თამაშში ფიქტიურად შემოიყვანა. იმისთვის, რომ თუკი რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობის ამბავი გახმაურდებოდა, ხელი შემსყიდველი კომპანიისკენ გაეშვირა და ეთქვა, რომ მან ფული არა რუსულ, არამედ ქართულ კომპანიას გადაუხადა.
მერიის თანამშრომლობა სანქცირებულ კომპანიებთან - მაკა ანდრონიკაშივლის სპეციალური რეპორტაჟი