რეპრესიები სამაშველო სამსახურში - ჟურნალისტური გამოძიება

16.12.23 21:47
რეპრესიები სამაშველო სამსახურში - ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აიძულებენ მაშველებს ათასობით ლარი საკუთარი მწირი ხელფასიდან გადადონ თუ სამაშველო ოპერაციაზე მიმავალმა ეკიპაჟმა შემთხვევით მანქანის რომელიმე ნაწილი დააზიანა. 

დავით ნოზაძეს, რომელიც უკვე 10 წელია ამ სისტემაში მუშაობს, შიგან სამინისტრო  9000 ლარს სთხოვს. მეხანძრე-მაშველს ედავებიან, რომ როდესაც წყნეთში ხანძრის ჩასაქრობად სასწრაფო გამოძახებაზე მიდიოდა და ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო, სახანძრო მანქანის საქარე დააზიანა. 

ირკვევა, რომ სახანძრო მანქანების, ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზღვეული არ აქვს და ავარიის დროს და ნებისმიერი დაზიანების დროს ანაზღაურებას მეხანძრე მაშველებს სთხოვენ. დაზიანებული ნაწილების განფასება სერვის ცენტრის ფასებით ხდება, მეხანძრეს მაშველს უფლება არ აქვს დაზიანება თავისით აღადგინოს და მისგან მოითხოვენ რომ ფული გადაიხადოს. 

ხალხს ვის ზურგს უკანაც  ასობთ გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა, ახლა გამოძახებაზე გასვლის დროს ფიქრობს რა შარს მოსდებენ და როგორ დაასანქცირებენ. "შაბათს ეთერის" ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხელმძღვანელობის მიდგომა გააპროტესტეს, თქვენს რომ მათთვის ზიანების ანაზღაურების დაკისრება უსამართლოა, თუმცა შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. 

მეხანძრე მაშველი, ვისაც გომელაურის უწყება სარკის დაზიანების გამო 9000 ლარის გადახდას სთხოვს ჯარიმას არ დათანხმდა და იჩივლა. ამის შედეგ სისტემა ურჩი კადრის დევნა დაიწყო. მეხანძრეები პირად საუბროებში ჰყვებიან, რომ 37 წლის დათო რაზმაძეს სამსახურიდან წასვლას აიძულებდნენ ჯერ თბილისიდან კახეთში გადაიყვანეს სამუშაოდ შემდეგ კი კასპში. 

დავით რაზმაძეს  მომხდარზე საუბარი არ სურს, ეშინია რომ სისტემა ალაპარაკების  შემთხვევაში იმ მინიმალური ხელფასის გარეშე დატოვებს, რომლითაც ოჯახს არჩენს. 

მეხანძრე მაშველები პირად საუბრებში, კამერების მიღმა გვიყვებიან, რომ ბოლო პერიოდში იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ამ ქალაქში ადამიანების სიცოცხლე აბარია, სისტემად რეპრესიები დაიწყო. თბილისის სახანძროს უფროსად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრი, ლევან მუსელიანი დანიშნეს, რომელმაც მეხანძრე-მაშველებს შეზღუდვები დაუწესა. 

დგინდება, რომ თანამშრომლების მხრიდან  დაზიანებული ტექნიკის შეკეთება სამაშველო სამსახურში  პრაქტიკად აქციეს. ნოზაძის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც მეხანძრე მაშველი საკუთარი სახსრების დაუზღვეველ ავტომობილს არემონტებს. 

 შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსმა პრაქტიკულად აღიარა, რომ სახანძრო მანქანების პარკის მხოლოდ მცირედია დაზღვეული.

ამის პარალელურად, "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილემ როინ ვარშანიძემ, თანამდებობაზე მოსვლიდან  რამდენიმე თვეში, 2022 წლის 19 აგვისტოს სამშენებლო კომპანია "ელია კონსტრაქშენის" წილის 50 % სიმბოლურ ფასად 100 ლარად მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი კორპუსის მშენებლობის ბიზნესს პირადა აკონტროლებს. რაც კანონის დარღვევაა, საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. 

"ელია კონსტრაქში" მეწილეებს შორის შინაგან სამთა სამინისტროს მაღალჩინოსნის გამოჩენის შემდეგ კორპუსის პროექტი შეიცვალა. სამ სართულიანის ნაცვლად სამების უბანში ახლა ხუთ სართულიან კორპუსს აშენებენ. 

რეპრესიების სამაშველო სამსახურში - 

მსგავსი სიახლეები