იდგე და მიგესვლებოდეს ხალხთან, ეს არის პრეზიდენტის 5 წლიანი საქმიანობის შედეგი - ბესელია

17.12.23 11:27
იდგე და მიგესვლებოდეს ხალხთან, ეს არის პრეზიდენტის 5 წლიანი საქმიანობის შედეგი - ბესელია

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი პარალელს ხალხთან მდგომ პრეზიენტსა და დაცვით მოსიარულე პრემიერს შორის ავლებს. ეკა ბესელიას თქმით, ეს არის ზურაბიშვილის 5 წლიანი საქმიანობის შედეგი.

ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ პრეზიენტი ამ გზას კიდევ ერთხელ ხალხტან ერთად გაივლის.  

იდგე შენი პრეზიდენტობის ბოლო წელს ხალხთან, მიგესვლებოდეს მათთან, არ გჭირდებოდეს ბარიერი, ეს არის შედეგი მისი 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადის და მეორე სურათი არის, იარო ბევრი დაცვით და ბევრი ბარიერიტ. ეს ეხება უკვე ხელისუფლების წარმომაგენელს. მისთვის ის ძალიან ნაცადი, ბუნებრივი გზა არის თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ უცხოა ბრძოლის გზა იმ ადამიანებისთვის, ვინც სცენაზე იდგა და ლაპარაკობს ხელისუფლების სახელით. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი ამ გზას კიდევ ერთხელ გაივლის და გაივლის ისევ ხალხთან ერთად, - ამბოლბს ეკა ბესელია. 

მსგავსი სიახლეები