კარგია, რომ პრეზიდენტი ხალხს დაუახლოვდა... ეს უნდა იყოს ხელისუფალის სტანდარტი - ნაცვლიშვილი

17.12.23 11:33
კარგია, რომ პრეზიდენტი ხალხს დაუახლოვდა... ეს უნდა იყოს ხელისუფალის სტანდარტი - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მნიშნელოვანი ფიგურაა და მან პრეზიდენტის ინსტიტუციის ხელმძღვანელობა უნდა განაგრძოს. ოპოზიციის წევრი ზურაბიშვილს ხალხთან დგომას უწონებს და ამბობს, რომ ხელისუფალის სტანარტი სწორედ ეს უნდა იყოს. 

პრეზიდენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ფიგურა. მათ შორის, გაბსაკუთრებით საქართველოს საგარეო კურსის და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაცვის საქმეში და მნიშვნელოვანია, რომ მან გააგრძელოს ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელობა. თუ ის გადაწყვეტს სერიოზულად, რომ ახალი პლატფორმიდან გააგრძელოს საქმიანობა, შემდეგ შეგვეძლება ამაზე მსჯელობა. თავისთავად, მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ის დაუახლოვდა ხალხს და ზოგადად, მგონია, რომ ეს უნდა იყოს სტანდარტი ხელისუფალის, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

მსგავსი სიახლეები