საზმაუზე გადაცემები იხურება - მედიამენეჯერები შავ სიებზე საუბრობენ
რატომ იხურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები? - მედიამენეჯერები მიზეზებზე საუბრობენ. "მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე არ გამორიცხავს, რომ მიზეზი გადაცემების ავტორების და წამყვანების პროევროპული და კრიტიკული პოზიცია იყოს. მისი თქმით, პირველი არხის ხელმძღვანელობის ინტერესში არ შედის, რომ ქვეყანაში პროევროპული სტანდარტის მედიაორგანიზაცია არსებობდეს.
ერთიანობაში, როდესაც შავი სიები არსებობს, ხელისუფლების ზეგავლენა არის ძალიან დიდი როგორც ბორტზე ასევე მენეჯმენტზე, ყველა კითხვას არის ცალსახად ლეგიტიმური, ხომ არ არის ეს განპირობებული იმით, რომ ცალკეულ გადაცემების ავტორები თუ წამყვანები საზოგადოებრივ სივრცეში გამოირჩეოდნენ თავიანთი აქტიური, პროევროპული, კრიტიკული პოზიციით. დღევანდელი ხელმძღვანელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის, დირექტორის, ბორდის თავმჯდომარის და უმრავლესობით დაკომპლექტებული ასევე "ქართული ოცნების", საერთოდ არ არის დაინტერესებული, ქვეყანაში იყოს პროევროპული სტანდარტის მედიაორგანიზაცია, - ამბობს მამუკა ანდღულაძე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცებები იხურება.