ხმის მიცემის უფლება და სამომავლო გეგმები - მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა
პარტია "ლელოს" ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში გრძელდება. მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შევხდა. საქართველოდან გაჭირვების და უმუშევრობის გამო წასულ ქართველებს ოპოზიციის ლიდერი სამომავლო გეგმებზე ესაუბრებოდა.
ემიგრანტებმა "ლელოს" ლიერებთან შეხვედირსას საქართველოში არსებულ მთავარ პრობლემად უმუშევრობა და სიღარიბე დაასახელეს. მათი ტქმით, სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავენ, რადგან მათი მტკიცებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ იცვლება.
"ლელოს" თავმჯდომარე ფიქრობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რისთვისაც უფრო მეტი მუშაობა საჭირო. ათობით ათასი ემიგრანტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს, ამიტომ მთავრობას მოუწოდებენ, რომ ხმის მიცემა ელექტრონლული წესით მათთვისაც იყოს შესაძლებელი.
2022 წლიდან 2029 წლამდე ბოლო 2 წლიწაში 75 ათასი ახალგაზრდა გავიდა. ეს არის, ახალგაზრდები, რომლებიც ვერ ხედავენ საკუთარ ქვეყანაში განვითარების საშუალებას. ეს უნა შეჩერდეს, პირველ რიგში. მე ორი ადგილი მესახება, სადაც არის ენერგია შემორჩენილი, ეს არის ჩვენი ემიგრაცია და ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ სამასიანტა კლუბი, როგორიც გაკეთდა ირლანდიაში თავის დროზე. ირლანდია ჩვენი ზომის ქვეყანაა და 30 წლის წინ იყო აბსოლუტურად ჩვენნაირ მდგომარეობაში, დღეს არის მეორე ეკონომიკა ევროკავშირში ლუქსემბურგის მერე ყველა მონაცემებით. რაგააკეთეს? ზუსტად ასეთი გზა აირჩიეს, ჩართეს მათაც აქტიურად ემიგრაცია ამ პროცესში, წარმატებული ემიგრანტები სხვადასხვა სფეროში. ემიგრაციისთვის ხმების და ყუთების მიცემა ეს არის მარცხი "ქართული ოცნების" , ამიტომ ყველაზე უფრო "ქართულ ოცნებას" რისიც ეშინია, რომ ემიგრაცია არ ჩართოს პროცესში. "ოცნების' პირობებში ერთადერთი დაცვის მექანიზმი არის, რომ ჩვენ რამენაირად მოვახერხოთ, იქნებ მოვახერხეოთ ყუთების დამატება, სადაც კომპაქტურად არიან ჩვენი მიგრანტები ჩასახლებული და მობილიზებას ამის, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.