მზადება საარჩევნო კამპანიისთვის - ენმ და "სტრატეგია აღმაშენებელი" რონ რენინგს ხვდებიან
როგორ ტაქტიკას აირჩევენ არჩევნებში გასამარჯვებლად "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები? - უკვე მეორე დღეა, ვაშაძე-ხაბეიშვილის ერთობას ამერიკელი კომუნიკაციების სპეციალისტი ატრენინგებს. დილიდან ოპოზიციის ლიდერები რონ რენინგისგან ისმენენ რჩევებს, როგორი უნდა იყოს კამპანია იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიზიდვა არ გაუჭირდეთ.
რენინგი დიდი გამოცდილების მქონე სტრატეგიების და კომუნიკაციების სპეციალისტია. სწორედ ის ეხმარებოდა სენატორ ტედ კრუზის სარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში.
მომავალ წელს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ჩვენ ვემზადებით, რომ გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ამისთვის გავქვს არაერთი შეხვედრა, სემინარი ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ამჯერად ვხვდებით ჩვენს ამერიკელ ძალიან გამოცდილ კამანიის მენეჯერებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთადმოვიპოვოთ გამარჯვება, ვიბრძოლოთ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის წინააღმდეგ და დავარამცხოთ ის რუსული პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებენ ისინი ბინძური მეთოდებით, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.