ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსი? - გიორგი გახარია "ოცნებას" და ენმ-ს აკრიტიკებს

17.12.23 13:23
ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსი? - გიორგი გახარია "ოცნებას" და ენმ-ს აკრიტიკებს

ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსი? - გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერებს აკრიტიკებს.  ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრს მადლობა არა ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ანწუხელისთვის, გინტურისთვის, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიასთვის უნდა ეთქვა, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის.

გახარიას არც "ნაციონალური მოძრაობა" დავიწყებია. ყოფილი პრემიერი მიუღებელს და გაუგებარს უწოდებს "ნაციონალების" რიტორიკას, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის დამსახურებაა ევროკავშირის გზაზე მიღწეული ეს წარმატება.

აბსოლუტურად მიუღებელი იყო, "ნაციონალური მოძრაობა" იძახის, რომ მიშა სააკაშვილის დამსახურებაა თურმე, რომ საქართელომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო, ან აქედან "ოცნება" თავის ბელად... და არავის გახსენებია ანწუხელიძე, არავის გახსენებია გინტრუი... არ გახსენებიათ საერთოდ არავინ... ის ხალხი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაშ სიცოცხლე გადადეს იმისთის, რომ ქვეყანას შეძლებოად გამხდარიყო ღირსეულად ევროკავშირის წევრი, - თქვა გახარიამ. 

მსგავსი სიახლეები