„ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს აშშ-დან" -პეტრე ცისკარიშვილი
ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი საარჩენო კამპანიასთან დაკავშირებით გამართულ ტრენინგზე საუბრობს, რომელსაც პარტიის წევრებს ამერიკელი პარტნიორები უტარებენ. საქმე ეხება ამერიკელი კომუნიკაციების სპეციალისტს, რონ რენინგენს.
დილიდან ოპოზიციის ლიდერები რონ რენინგისგან ისმენენ რჩევებს, როგორი უნდა იყოს კამპანია იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიზიდვა არ გაუჭირდეთ.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, პოლიტიკური ტექნოლოგიები, ინსტრუმენტები, სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაცია, საარჩევნო კამპანიის დინამიკურად წარმართვის პროცესები იცვლება დროთა განმავლობაში და ამაში, როგორც ბევრ სხვა სფეროში, აშშ -ში გაცილებით წინ არიან წასული ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში შეიძლება ითქვას და ჩვენ მადლობა გვინდა ვუთხრათ IRI -ს ლიდერშიფ ინსტიტუტს ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამ სამ დღიან coaching ტრენინგს, სესიებს ჩაგვიტარებენ თუ როგორ ხდება აშშ-ში კერძოდ, რესპუბლიკელების პარტიაში, შიგნით პრაიმერისით დაწყებული გაგრძელებული დიდ არჩევნებამდე იქნება ეს კონგრესის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები. ამ ტექნოლოგიებს, კომუნიკაციებს, სოციალური ქსელების გამოყენებას ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს, ნიუანსს მოგვიყვებიან, გაგვიმხელენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად მათ გამოვიყენებთ მომავალ საარჩევნო კამპანიის დროს, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.