უმოქმედება ოკუპაციის წინააღმეგ - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

17.12.23 15:23
უმოქმედება ოკუპაციის წინააღმეგ - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

ოკუპანტების ახალი ბანერი მცხეთა-თიანეთში - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.  ენმ-ს წევრი გია ბარამიძე პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპაციასთან შემრიგებლური და თვალის დახუჭვის პოლიტიკა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მისი თქმით, "ოცნება" საოკუპაცი ხაზის გასწვრივ მხოვრებ ადამიანების ინეტერსებს არაფრად აგდებს. 

როცა ეროვნული ხელისუფლება იქნება, მაშინ იქნება პრინციპული და ამავდროულად, არგაღიზიანების პოლიტიკა და არა ის პოლიტიკა, რაც აქვს ამ ხელისუფლებას: ოკუპაციასთან შემრიგებლური, ოკუპაციაზე თვალის დახუჭვის, ოკუპანტთან თანამშრომლობის ანუ კოლაბორაციონისტური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული იინტერესების ღალატის პოლიტიკა. ბოდიშს ვიხდი, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის ინტერესების, უსაფრთხოების, ეკონონიკური პრობლემების ფეხებზე დაკიდების პოლიტიკაა, რასაც ეს რეჟიმი აწარმოებს, - ამბობს გია ბარამიძე. 

ოკუპანტების გააქტიურებაზე ოფიციალურ თბილისს ამ დრომდე ერთი განცხადებაც კი არ გაუვრცებელია. უკვე მეორე დღეა,  სოფელ ციგრიანთან საოკუპაციო ბანერები გაჩნდა. კადრებით დგინდება, რომ ეგრედწოდებულ გამყოფ ხაზთან მოწყობილია საგუშაგოები და აღმართულია სათვალთვალოო კოშკები. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია.  

მსგავსი სიახლეები