რადიკალურ ოპოზიციას 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფში ჩართვის შანსს მივცემთ - ზარქუა
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ 9 დათქმის შესასრულებლად ოპოზიციასთან ერთად სამუშაოდ მზადაა. ამის მიუხედავად, ირაკლი ზარქუა ოპონენტებს ისევ "რადიკალებად" მოიხსენიებს და ურჩევს მათ, გონს მოეგონ.
რეკომენდაციები რაც არის, ჩვენ მზად ვართ, რომ შემდეგ წელს ეს ბოლომდე მივიყვანოთ, უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება თანამშრომლობას სამუშაო ჯგუფებში, როგორც მაშინ მოვუწოდებდით და ვურჩევდით, რომ ჩართულიყვნენ, ზუსტად ახლაც იგივე განწყობა გვაქვს. მე დიდად არ მჯერა, ეს რადიკალები რომ ჩაერთვებიან, იმიტომ, რომ მათი ამოაცანა, სტრატეგია, გეგმა სულ სხვაა, მაგრამ კიდევ ერთხელ მივცემთ შანსს, შესაძლებლობას, რომ იქნებ გონს მოეგონ, გამოფხიზლდნენ და მათი დამკვეთებიც, ვინც დგანან ამ ქაოსის და არეულობის უკან, იქნებ გაიგონ, რომ ქვეყანაში რევოლცია არ გამოვა, - ამბობს ირაკლი ზარქუა.