ხელისუფლებამ "შეიფერა" ის ფარისევლური ნაბიჯები, რომელიც თითქოსდა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გადადგა - ბოტკოველი

17.12.23 17:22
ხელისუფლებამ "შეიფერა"  ის ფარისევლური ნაბიჯები, რომელიც თითქოსდა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გადადგა - ბოტკოველი

ხელისუფლებამ "შეიფერა"  ის ფარისევლური ნაბიჯები, რომელიც თითქოსდა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის გადადგა, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი საუბრობს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ენმ ყველა იმ პროცესში ჩაერთვება, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას ეხება. ამასთაბ, ბოტკოველი ხაზს უსვამს, რომ ეს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებით მოხდება. 

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ შეიფერა ფარისევლურად განვლილი ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, თითქოს რეალურად რამე კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო ევროკავსირის კანდიდატი ქვეყანა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებისგან ყველაფერ საწინააღმდეგოს ვხედავდით დაწყებული ლანძღვიდან ჩვენი ევროპელი პარტნიორების, შემდგომ სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით. ეს ხალხს ძალიან კარგად ახსოვს. "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ჩართული ყველა პროცესში, პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებთან მოქმედებაში, რათა შესრულდეს ზედმიწევნით ის დავალებები და ის რეკომენდაციები, რომელი რეკომენდაციებიც კვლავ დარჩენილია შესასრულებლად, - ამბობს ბოტკოველი.

მსგავსი სიახლეები