პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტზე - „ოცნება“ აღიარებს, რომ ზურაბიშვილი სცენაზე მიზანმიმართულად არ აუშვა
სახალხო ზეიმი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პარტიულ ღონისძიებად გადააქცია - კახა კალაძემ ერთ ინტერვიუში იმაზე მეტი თქვა, ვიდრე შეიძლებოდა. თბილისის მერი აღიარებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სცენაზე მიზანმიმართულად არ აუშვეს.
ღარიბაშვილის გუნდმა ამ არაევროპული ნაბიჯით დასაჯა ის პრეზიდენტი, რომელიც თვეების განმავლობაში ევროპის დედაქალაქებში დადიოდა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს ითხოვდა.
"ოცნებამ" სცენაზე მისასვლელი გზის ჩაკეტვა არ იკმარა. ხალხში მდგარ სალომე ზურაბიშვილს პარტიული აქტივი და პროვოკატორ - პროპაგანდისტები მიუგზავნა და "აგენტი" აძახებინა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილის პარტია სამარცხვინო გადაწყვეტულებებში რეკორდებს ხსნის.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.