სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა რუსულ კომპანიებს ჩაურიცხეს - კახა კალაძე შარშია
საქართველოსს სახელმწიფო ბიუჯეტის ფული რუსულ კომპანიებს ერიცხება. შაბათის ეთერმა გაასაჯაროა მტკიცებულებები, რომლითაც თბილისის მერია დიდ შარში გაეხვა.
შესყიდვების დოკუმენტებით ვიგებთ, რომ საქართველოში ოქტომბერში რუსეთიდან მეტროს სათადარიგო ნაწილები და ლიანდაგის საშენი მასალები შემოიტანეს. ახლა თბილისის მეტრო პუტინის მეგობარი ოლიგარქის ქარხნიდან წამოღებული ნაწილებით მუშაობს. სანქცირებული კომპანიიისგან მილიონზე მეტის პროდუქციაა ნაყიდი.
დედაქალაქის მერიამ მეტროსთვის საჭირო მასალები შემოვლითი გზით - კერძო კომპანიის დახმარებით იყიდა. ტენდენცია საგანგაშოა. ყოველწლიურად იზრდება რუსული კომპანიებისთვის გადარიცხული თანხების ოდენობა.
ოპოზიცია კანონის გამკაცრებას ითხოვს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.