გადამწყვეტი არჩევნები და ხმების დაცვა - მამუკა ხაზარაძე ევროპაში ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს
მამუკა ხაზარაძე ევროპაში ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს. "ლელოს" ლიდერი ამჯერად ქართველებს ბრიუსელში შევხდა. საუბრის მთავარი თემა არჩევნები და ხმების დაცვა იყო. საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 2024 წლის არჩევნებისთვის უბნების დამატებას მოითხოვენ, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ შეძლოს. მოქალაქეების ნაწილს აქვს ეჭვი, რომ მმართველი პარტია მათ ხმიის მიცემის უფლებას ართმევს.
რატომ არ უნდა "ქართულ ოცნებას" ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა? ამასს ერთადერთი ახსნა აქვს: საზღვრებს გარეთ ძირითადად ოპოზიციური ელექტორატია წასული, მათი უბნებზე მისვლა კი მმართველი პარტიის შანსებს ამცირებს. ხაზარაძემ შეხვედრაზე თქვა, რომ თუ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმი დამარცხდება, ქვეყანა განვითარდება და ემიგრანტებიც უკან, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.