პრემიერი დღეს წლიურ ანგარიშს წარადგენს - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება
პრემიერ-მინისტრის დღეს წლიურ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიება "შერატონ მეტეხი პალასშია" დაგეგმილი. პრემიერის გამოსვლას მთავრობის წევრები და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესწრებიან.
დოკუმენტის წარდგენამდე სამი საათია დარჩენილი, თუმცა ოპოზიცია წინასწარ ხვდება, რაზე ილაპარაკებს ღარიბაშვილი. ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნების" მეთაური, სავარაუდოდ, ისევ ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევებით იტრაბახებს. საკუთარი გუნდის გამარჯვებად გამოაცხადებს კანდიდატის სტატუსის მიღებასსაც.
ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, თუ ქვეყანას ნამდვილად უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს, რატომ გარბიან ქვეყნიდან მოქალაქეები. ღარიბაშვილისგან განმარტებებს ელოდებიან შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებითაც.
მთავარი, ფუნდამენტურიკიტხვა არის შემდეგი: თუ ქვეყანა მართლაც წინ მიდის და როგორც თვითონ ამბობს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, რატომ არის საქართველოდან მოქალაქეების გადინება ასეთი კატასტროფული. მეორე და მნიშვნელოვანი წყება საკითხებისა, ეს არის პერსონალურად მის ირგვლივ დასმული კითხვები, მის შემოსავლებთან დაკავშირებით. მესამე მნიშვნელოვანი ბლოკი საკითხებისა, უკავშირდება საქართელოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ იმ ნაბიჯებს, როგორც თავად ევროკავსირის ანგარიშშია აღნიშნული, მინიმუმამდე ჩამოიყვანა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობა და მეორეთხე და მნიშვნელოვანი ბლოკი საკიტხებისა, ეს არის დრეს მას აქვს გასაცემი კითხვებზე პასუხი, რა ხდება შოვში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში? ამ საკითხს ის ვერ გაექცევა, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
"სტრატეგია აღმაშნებელის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აინტერესებს, რატომ მდიდრდება ელიტა და რატომ ღარიბდება ხალხი.
ბევრ ტყუილს მოვისმენთ, მაგრამ კითხვაა კონკრეტული: რატომ დეოგრაფიული კატასტროფა, რატომ საეუმიგრაციო კატასტროფა ქვეყანაში, რატომ მდიდრდება ელიტა და ღარიბდება ხალხი, რატომ გარბის ქვეყნიდან ხალხი? რატომ შემცირდა შობადობა? ამ კიტხვებს უნდა გასცეს პრემიერმა პასუხი და არა ის ბელეტრისტიკა, ორნიშნად გაიზარდა... მათთვის 7 ნიშნადაც გაიზარდა ეკონომიკა, იმიტომ, რომ ზე მდიდრდები გახდნენ, ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია, - ამბობს გიორგი ვაშაძე.