საჯარო ინფორმაციის დამალვა - საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივის

18.12.23 11:40
საჯარო ინფორმაციის დამალვა - საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები შეიტანა. ამ ნაბიჯამდე გავლენიანი ორგანიზაცია დამალულმა საჯარო ინფორმაციამ მიიყვანა.

საია ივლისიდან მოყოლებული ითხოვს, მოქმედი მოსამართლეების და სასამართლოს თავმჯდომარეების სიას, ასევე აინტერესებს, რამდენი უვადოდ დანიშნული მოსამართლეა ქვეყანაში და რა რაოდენობის საქმეეები აწერია თითოეულ მათგანს.  ამის მიუხედავად, უკვე  ექვსი თვეა, ამ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მალავს.

საიას თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ორივე უწყებაში გამჭვირვალობის და ამგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტებც კი არ არის დაცული. 

ჩვენ შევიტანეთ ორი სარჩელი, ერთი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხოლო მეორე იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ. ორივე ეს უწყება, სამწუხაროდ, ძალიან ჩაკეტილი გახდა ბოლო დროის განმავლობაში. გამჭვირვალობის და ამგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტები არ არის დაცული. ჩვენ ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, რომელიც წესით, პროაქტიურადაც უნდა გამოაქვეყნოს ორივე ამ უწყებამ. ეს არის უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა და სხვა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სასამართლო სისტემას მიემართებოდა და ეს ინფრომაცია, სამწუხაროდ, არ იქნა მოწოდებული ჩვენდამი, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მსგავსი სიახლეები