რატომ დაესწრო პუტინთან ერთად ფორუმს? - ვიცე-პრემიერს დღეს პარლამენტში ელოდებიან
რა სარგებლობა მოუტანა სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, როცა ჩინეთში ფორუმზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა მოისმინა და მასთან ერთად ივახშმა? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დავითაშვილს დღეს პარლამენტში მოუწევს. დარგობრივი კომიტეტის სხდომა ამ წუთებში იწყება. ვიცე-პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესითაა დაბარებული.
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე ფიქრობენ, რომ ომის დამნაშავედ გამოცხადებულ პუტინთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა უდიდესი სირცხვილი იყო, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების არცერთი წარმომადგნელი.
ზუსტად იმის გამო, რომ მანამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ამ ფორუმში მონაწილეობაზე თანხმობა, ძალიან ბევრმა დასავლელმა ლიდერმა უარი თქვა ფორუმსი მონაწილეობაზე. მან არ უპასუხა არცერთ კითხვას როდესაც მედია ეუსაბრებოდა, შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო პროტოკოლი და რეალურად, დააზინებდა ამ ღონისძიებაში არმონაწილეობა საქართელო-ჩინეთის ურთიერთობებს, როდესაც ევროკავსირის არცერთი ქვეყანა, უნგრეთის გარდა, არ მონაწილეობდა ღონისძებაში, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ენმ-სწევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ხელისუფლებას პუტინის გვერდზე ჯდომა ეამაყება.
პუტინთან ჯდომა, პირიქით, ემაყებოდათ, მათთის დიდ კაცთან და რაღაცა ვახშამს მიირთმევდნენ, თუ სხვადასხვა საკიტხებს გადიოდნენ "გლობალურს". ხელისუფლება გვყავს, რომელიც ყველა თავის ქმედებაში არის მაამბელური პოლიტიკის მატარებელი რუსეთის მიმართ, მაგრამ ფარისევლურად მერე გამოდიან, დგანან რაღაც ზეიმებზე და განცხადებებს აკეთებენ, თითქოს მათი დამსახურებით მიიღო ქვეყანამ ევროკავსირის კანდიდატის სტატუსი, - ამბოს გიორგი ბოტკოველი.
"ქართული ოცნება" კი მომხდარში პრობელმას ვერ ედავს. ბეჟან წაქაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრეტენზია გამოხატოს. მისი მტკიცებით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხელისუფლებამ მტერსაც და მოყვარესაც უნდა ესაუბროს.
დავითაშვილის გარდა იქ უამრავი ადმაიანი იყო, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან. ყველასთან უნდა ისაუბრო თუ გინდა, ქვეყანა იყოს წარმატებული. არ გავქვს ის ფუფუნება, რომ ვიღაცას გავებუტოთ. ყველას უნდა ვესაუბროთ, მტრესაც და მოყვარესაც. საქართველოს არა ქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაც პრეტენზიები განაცხადოს, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
შეგახსენებთ, რომ 17-18 ოქტომბერს ჩინეთში გამართულ ფორუმს პუტინთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერიც დაესწრო. ლევანდ ავიტაშილმა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის ისტყვით გამოსვლა მოისმინა და მასთან ერთადაც ივახშმა.