„რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვზე არ გაცვლის“ - პუტინი

18.12.23 12:10
„რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვზე არ გაცვლის“ - პუტინი

„რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვზე არ გაცვლის“ - ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა პარტიულ ყრილოობაზე გააკეთა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს და მხარიც დაუჭირეს. ის პრეზიდენტად კენჭსს უკვე მეხუთედ იყრის.

რუსი დიქტატორის თქმით, რუსეთი ან იქნება სუვერენული ძალა ან საერთოდ არ იარსებებს. გარდა ამისა, ყრილლობაზეე პუტინი ირწმუნებოდა, რომ დასავლეთს რუსეთის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოშლა და შიდა არეულობის დათესვა უნდა.

რუსეთს არ შეუძლია ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვიღაცის სატელიტი გახდეს. უნდა გვესმოდეს და არასდროს დავივიწყოთ, ჩვენს ბავშვებსაც მივუთითოთ - რუსეთი ან იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან საერთოდ არ იქნება. მინდოდა განსაკუთრებით გამესვა ხაზი. ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილი აგრესიის გაჩაღებით, რაც თანდათან იზრდებოდა, წლიდან წლამდე, დასავლეთის ელიტები იმედოვნებდნენ არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს ჩამოშლას, არამედ ჩვენი პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი სისტემის დანგრევასაც. მათ ეგონათ და ახლაც ჰგონიათ, რომ შეძლებენ ჩვენთან შიდა არეულობის დანერგვას. ასეთი დესტაბილიზაციის მეთოდები კარგადაა ცნობილი და უკვე არაერთხელ გამოცადეს დასავლურმა ელიტებმა მსოფლიოს მრავალ რეგიონში ე.წ. ფერადი გადატრიალებების სახით, – განაცხადა პუტინმა. 

მსგავსი სიახლეები