საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია - ლევან დავითაშვილი

18.12.23 12:13
საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია - ლევან დავითაშვილი

"საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია," - ამ განცხადებას ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აკეთებს. მინისტრი პარლამენტში "ევროოპტიმისტების" ინიციატივითაა დაბარებული ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან გარკვეული თემებით "სპეკულირება" ხდება. მინისტრი ამბობს, რომ ბევრი ინფორმაცია საზოგადოებას არასწორად მიეწოდა, რათა მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მომხდარიყო.

საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, თუ რაღაც, თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად", - თქვა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები