დეპორტაციის საფრთხე ემიგრანტებისთვის - გერმანიის შს მინისტრი დღეს თბილისში ჩამოვა
თბილისში დღეს გერმანის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ჩამოდის. მასობრივი მიგრაციის შესაჩერებლად გერმანული მხარე იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო და ოფიციალური შეთანხმება გაეფორმებინა. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტააციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება. ანუ ვინც ევროპის ამ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ.
ემიგრანტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ქართველ ემიგრანტთან უფლებებზე წლებია მუშაობენ, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მოლაპარაკებები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან აწარმოოს, რათა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლა და დასაქმება ოფიციალურად შეეძლოთ.
უკვე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, ზოგადად, ევროკავსირის წევრ ქვეყნებთან, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გრძელვადიანად დასაქმების საშუალება და მიეცეთ მათ იმის საშუალება, რომ ჩავიდნენ როგორც ლეგალები და არ ცანდნენ ისე, როპგორც არალეგალები. აქედან გამომდინარე, შანსები ძალიან დიდი გვაქვს, იმიტომ, რომ უნდა მოგვარდეს ეს ურთიეთშეთანხმება სხვადასხვა ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ამ კონტრაქტის და კონკრეტული საბუთების გაფორმების შემდეგ არის იმის ძალიან დიდი შანსი, რომ ძალიან ბევრი არალეგალი ისევ დადეპორტდეს და არა მხოლოდ გერმანიიდან, ამ შემთხვევაში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან, - ამბობს საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სიმონაშვილი.