"უნდა ჩამოყალიბდეთ, საქართველო ჩავაბაროთ რუსებს თუ საქართველო დავიბრუნოთ ჩვენ" - ხაზარაძის გზავნილები ემიგრანტებს

18.12.23 13:10
"უნდა ჩამოყალიბდეთ, საქართველო ჩავაბაროთ რუსებს თუ საქართველო დავიბრუნოთ ჩვენ" - ხაზარაძის გზავნილები ემიგრანტებს

რუსებით სავსე საქართველო, ქვეყნიდან გაქცეული ქართველები, უმძიმესი სოციალური და პოლიტიკური ფონი - ეს იყო თემები, რომელზეც ქართველმა ემიგრანტებმა და მამუკა ხაზარაძემ სტრასბურგში იმსჯელეს. "ლელოს" ლიდერმა სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებს სთხოვა, იაქტიურონ არჩევნებზე, რომ "ოცნების" რუსული ხელისუფლება დამარცხდეს და ქვეყანამ განვითარება შეძლოს.

დღევანდელი ემიგრანტების პრობლემა ძირითადად უკავშირდება საარჩევნო უბნების არქონას. რა თქმა უნდა, არის დიდ ქალაქებში, როგორიც არის პარიზი, მაგრამ თუნდაც სტრასბურგი - პარიზიდან 400-500 კილომეტრშია დაშორებული, ამიტომ ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ იქ წავიდეს,“ - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

ემიგრანტებს აინტერესებდათ, როგორ წარმოუდგენია ხაზარაძეს ოპოზიციური ერთობა, ამაზე "ლელოს" ლიდერმა დაუფარავად თქვა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მხოლოდ ისეთი პოლიტიკური ჯგუფები უნდა გაერთიანდნენ, ვისაც საერთო მიზანი აქვს - მექანიკური გაერთიანება არ იმუშავებს.

თქვენ ხართ გარეთ, სხვა არის იქ ანუ საქართველო ქართველების გარეშე, ჩვენს თვალწინ ხორციელდება, საუკუნებრივი ნატვრა რუსეთის. ძალიან კონკრეტული გეგმაა, რა გავაკეთოთ, რომ იძახით, რამდენი სანათესაო, მეგობარი გყავთ, უნდა ჩამოყალიბდეთ ერთ მნიშვნელოვან რაღაცაზე - საქართველო ჩავაბაროთ რუსებს თუ საქართველო დავიბრუნოთ ჩვენ - ეს არის მთავარი ამბავი. ამას მოვახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არჩევნებზე მობილიზაციას გავაკეთებთ. თქვენ არჩენთ ამხელა ქვეყანას და ამას სჭირდება მობილიზება. 
არაფერი არ შეიცვლება, თუ ჩვენ არ შევცვალეთ. თუ თქვენ ასე იქნებით, რომ დაელოდებით, რომ ვიღაც ცხენზე ამხედრებული მოვა და ბიძინასაც შეცვლის, ეკონომიკასაც ააღორძინებს, თქვენც დაგაბრუნებთ, მაღალი ხელფასები შეიქმნება - ეს თქვენ გარეშე არ გამოვა, გამორიცხული მომენტია,“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები