პრემიერის დღევანდელი გამოსვლა საახალწლო სუფრაზე თამადობის გენერალური რეპეტიცია იქნება - ლილუაშვილი
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრემიერის დღევანდელი ანგარიში შინაარსობრივად ისევ წინასაარჩევნო კამპანია იქნება. "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დღეს "საახაწლო სუფრაზე თამადობის გენერალურ რეპეტიციას" გაივლის. მისი თქმით, მნიშვნელოვან კითხვებს, მათ შორის ე.წ. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, პრემიერის პასუხს ვერ გასცემს.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართულ სუფრას, მაგრამ ამის მიუხედავად, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა არის გენერალური რეპეტიცია მის საახალწლო სუფრაზე თამადობისთვის და სადღეგრძელოებისთვის. ეს იქნება მართლაც, იმიტომ, რომ შინაარსობრივად ის გამოვა, ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ამათ შორის, საზოგადოებრივ ცალკეულ ჯგუფებს, რომელიც უკვე მოისყიდა, შეახსენებს, რომ მოისყიდა და რომელიც მოსასყიდი დარჩა, იმათ დაჰპირდება, რომ მოისყიდის მომავალ წელს. ერთის მხრივ ეკონომიკა იზრდება და მეორეს მხრივ ადამიანმების პრობლემები არ იცვლება, ხშირ შემთხვევაში უარესდება, ამ კითხვას ის ვერ უპასუხებს. რატომ იცით? იმიტომ, რომ ამის უკან დგას სიმართლე. სიმართლე ასეთია, რომ ეკონომიკის ზრდა, ძირითადად, ამ ქვეყანაშ 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილი დღეს წლიურ ანგარიშს წარდგენს. პრემიერს შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები არ მიუწვევია. ანგარიშს ღარიბაშვილი ამჯერადაც არაოფიციალურრ გარემოში წაიკითხავს. მთავრობის მეთაურის თავის ქებას კი მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდი და მინისტრები მოისმენენ.