ღარიბაშვილის ანგარიში დღესაც ჩვეულებრივი ფარსი იქნება - გიორგი ბოტკოველი
ენ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ პრემიერის დღევანდელი გამოსვლა დღესაც ფორმალური წარმოდგენა იქნება. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი თავის გამოსვლას დღესაც ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობებით გახსნის და დახურავს. ბოტკოველი პრიდაპირ ამბობს, რომ პრემიერის ანგარიში მხოლოდ ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებზე იქნება მორგებული.
ღარიბაშვილის, ჩვენ, არაერთი ანგარიშის წარმოდგენა გვინახავს, იწყებს მადლობით ბიძინა ივანიშვილის და ამთავრებს მადლობით ბიძინა ივანიშვილზე. მათი წარმოდგენილი ნებისმიერი ანგარიში არის ფორმალური წარმოდგენა, სხვა მათი ქმედებები არ ემთხვევა არანაირად იმ ანგარიშებს, რომელი ანგარიშებიც თითქოს კარგად არის დაწერილი და გაწერილი. ამიტომ, ღარიბაშვილის ანგარიში იქნება ჩვეულებრივი ფარსი ისევ, არაგულწრფელი, არა ქვეყნის დემოკრატიაზე მორგებული, არა ქვეყნის პატრიოტიზმზე მორგებული, არამედ ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებზე მორგებული, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილი დღეს წლიურ ანგარიშს წარდგენს. პრემიერს შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები არ მიუწვევია. ანგარიშს ღარიბაშვილი ამჯერადაც არაოფიციალურრ გარემოში წაიკითხავს. მთავრობის მეთაურის თავის ქებას კი მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდი და მინისტრები მოისმენენ.