არავის უთქვამს, არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - მათიკაშვილი
არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, რატომ აწარმოებდა "ქართული ოცნება" პროპაგანდას, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტი უნდა, მათიკაშვილი პასუხობს, რომ საუბარი იყო არა ევროკავშირზე, არამედ „ძალაზე, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას“.
„ევროკავშირს ომი უნდა თქვენ ვინმესგან გაგიგიათ? არა! აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არის გარკვეული ძალა, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას და ვისი ინტერესებიც იყო მათ შორის საქართველოს მხრიდან უფრო გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა, კარგად გვახსოვს უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებებიც, რომ მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თურმე მოხალისეები სახელმწიფოს უნდა გაეგზავნა. ამ ხაზს რომ აჰყოლოდა ქვეყანა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდა თუ გაგანია ომის პირობებში გაჩანაგებული იქნებოდა?! არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.