პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის ქებით დაიწყო

18.12.23 14:06
პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის ქებით დაიწყო

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენა ბიძინა ივანიშვილის ქებით დაიწყო. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ "2008-ში ხელისუფლებაში ივანიშვილი და ოცნება რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა"

ღარიბაშვილის მტკიცებით, "2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას".

"ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები, - თქვა პრემიერმა. 

„თუ რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია რაიმე კონკრეტულ შედეგს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“. კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა თქვა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურებაა. 

თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია კონკრეტულ შედეგს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის "ქართული ოცნება". დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რაც დაგვირგვინდა შარშან ევროპული პერსპექტივის აღიარებით, წელს კი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის  მოპოვება"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები