დეპორტაციის შემთხვევები არ გახშირებულა, ნუ იგონებთ - გომელაური მედიას
რატომ გახშირდა გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტი? - შს მინისტრი ირწმუნება, რომ დეპორტაციის შემთხვევები არ გახშირებულა.
„ არაფერი არ გახშირებულა, ნუ იგონებთ,“ - ეუბნება ვახტანგ გომელაური "პირველებს".
მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა მედიას არასწორი ინფორმაციიის გავრცელებაში ადანაშაულებს, ემიგრანტთა ასოციაცია საგანგაშო ციფრებს ასახელებს. კვირაში ერთხელ მაინც სრულდება რეისი, რომელსაც ევროპიდან გამოძევებული მოქალაქეები სამშობლოში ჩამოჰყავს.
თბილისში დღეს გერმანის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ჩამოდის. მასობრივი მიგრაციის შესაჩერებლად გერმანული მხარე იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო და ოფიციალური შეთანხმება გაეფორმებინა. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტააციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება. ანუ ვინც ევროპის ამ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, უკან, სამშობლოში გამოუშვებენ.