არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების - ღარიბაშვილი
საქართველოს სანქციების ასარიდებლად გამოყენების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური მოხსენების დროს ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს რუსეთი "შავი ხვრელად" ვერ იყენებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ ათასამდე შემთხვევა გამოავლინა, როდესაც იყო მცდელობა ევროპიდან გამოგზვნილი ტვირთი საქართველოს გავლით რუსეთში შესულიყო.
ათასამდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, სანქციების თავიდან არიდების ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი ათასი შემთხვევა გამოვლინდა ჩვენ მიერ, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების ან არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად,“ - ამბობს პრემიერი.