ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს მუდმივად ტყუილში აცხოვრებს - სამადაშვილი

18.12.23 15:56
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს მუდმივად ტყუილში აცხოვრებს -  სამადაშვილი

"ქართული ოცნების" შეცვლილი რიტორიკა - "ლელოს" ლიდერი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს გამუდმებით ატყუებს. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რომელიც ხალხს ატყუებდა, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად გვთხოვს მეორე ფრონტს, დღეს საუბრობს იმაზე, რომ თურმე ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი მოკავშირე უსაფრთხოების მიმართულებით, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას და საკუთარ ხალხს მუდმივად ტყუილში აცხოვრებს და სიმართლეს ძალიან იშვიათად ეუბნება მათ"- თქვა მან. 

ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებას დააფინანსებს. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის თავზე უკვე წლებია ევროკავშირის ფულით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს აყენებენ. დედაქალაქი კი ორ წელიწადში ისეთი დაცული იქნება როგორც არასდროს.

 ეს პროცესი უკვე სამი წელია მიმდინარეობს, თუმცა საზოგადოებამ ამის შესახებ ახლა გაიგო. 

მსგავსი სიახლეები