მთავარი ამოცანაა რეფორმების სწრაფი განვითარება და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება - ვაშაძე

18.12.23 16:03
მთავარი ამოცანაა რეფორმების სწრაფი განვითარება და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება - ვაშაძე

“ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ მთავარი ამოცანა ახლა არის რეფორმების სწრაფი განვითარება და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება - სწორედ ამიტომ გვჭირდება არჩევნებში გამარჯვება. 

“ქართული ოცნების“ გზა არის გრძელი გზა, რომელიც დამთავრდება არაფრით, ხოლო ჩვენი გზა არის სწრაფი გაწევრიანების გზა, რომელიც ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ დასრულდება. ამის გარშემო გვექნება საუბარი, თუ როგორ ვაპირებთ იმ კოალიციურ მმართველობაზე გადასვლას, რომელიც დააჩქარებს საქართველოსთვის ევროპული სიკეთეების მოტანას, სადაც ყველა ადამიანისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, გვექნება კარგი განათლება, კარგი სოციალური დაცვა და ვიქნებით ევროპული ტიპის მძლავრი, ძლიერი სახელმწიფო რეგიონში. 

 ვისაუბრებთ, თუ როგორ ვაპირებთ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად.“ - განაცხადა ვაშაძემ
 

მსგავსი სიახლეები