EU-ს დახმარება თბილისის ცის დასაცავად - ანტიდასავლური რიტორიკაზე კითხვას თავდაცვის მინისტრი არ პასუხობს

18.12.23 16:26
EU-ს დახმარება თბილისის ცის დასაცავად - ანტიდასავლური რიტორიკაზე კითხვას თავდაცვის მინისტრი არ პასუხობს

ევროკავშირის დახმარება თბილისის ცის დასაცავად - მაშინ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას უწევს, რომ ქვეყანამ ორ წელში სრულად შეძლოს სტრატეგიული ობიექტების დაცვა, გააძლიეროს თავდაცვის საშუალებები, რატომ აბრალებს, „ქართული ოცნება“ პარტნიორებს, რომ მათ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურთ - ამ კითხვაზე პასუხი თავდაცვის მინისტრმა არ გასცა და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დატოვა. 

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებით და გამოყოფილი თანხით, 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მე განვაცხადე, რომ თბილისის ცა, სამივე ეშელონი იქნება დაცული,  იმ ხელშეკრულებების მიღების შესაბამისად, რაც ჩვენ დავდეთ და იმ საშუალებებით რაც ჩვენ გაგვაჩნია. აქ იგულისხმება რა თქმა უნდა სტრატეგიული ობიექტები, სამხედრო ობიქეტები, სამოქალაქო, სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები.  გარდა ამისა, ჩვენ  მობილური საშუალებებით დავიცავთ ტერიტორიას... 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები - ამბობს მინისტრი.
 

მსგავსი სიახლეები