ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება - კობახიძე

18.12.23 17:07
ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება - კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.

რაც შეეხება "პირველების" კითხვას, დაბრუნდებას ხომ არ გეგმავს ბიძინა ივანიშვილი უკვე მესამედ ქართულ პოლიტიკაში, ამასთან დაკავშირებით კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ამ ეტაპზე საკმარისი რეიტინგი აქვს პოზიციების გასამყარებლად. 

რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები და ამ კუთხით, რელევანტური ეს კითხვა არ არის. 
დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსით პარტიის გაძლიერება, გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც გვაქვს 55 პროცენტს ზემოთ რეიტინგი,“ - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები