"ოცნების“ ელექტორალური ძალა ეყრდნობა სწორედ ივანიშვილის ავტორიტეტს - სამადაშვილი
"ღარიბაშვილის მხრიდან ივანიშვილის ხსენება ასე ხშირად არის მხოლოდ დასტური იმის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის მიტაცებული სახელწმიფო ოლიგარქის მიერ," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს.
სამადაშვილი გამორიცხავს, რომ ივანიშვილის ფორმალურად პოლიტიკურ პარტიაში დაბრუნდეს. თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით "ქართული ოცნება" საარჩევნო წელს ბევრჯერ შეეცდება მანიპულირებას, რადგან ამომრჩევლის მოზიდვას მხოლოდ ამ გზით მოახერხებენ.
ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას გვთხოვს ჩვენ ევროკავშირი, მისი გამოჩენა საჯაროდ პოლიტიკაში ნაკლებსავარაუდოდ მიმაჩნია, თუმცა „ქართული ოცნების“ ელექტორალური ძალა, პირველ რიგში, ეყრდნობა სწორედ ივანიშვილის ავტორიტეტს, ამიტომ, შესაბამისად, გამოჩნდება ის თუ არა, წინასაარჩევნოდ ალბათ, ძალიან ბევრს ისაუბრებს „ქართული ოცნება“ და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ სწორედ ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები არიან,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.