"ოცნება" იწყება ბიძინა ივანიშვილით და მთავრდება ბიძინა ივანიშვილით, სხვა არაფერი არ არის - ვაშაძე
"ქართული ოცნება იწყება ბიძინა ივანიშვილით და მთავრდება ბიძინა ივანიშვილით, სხვა არაფერი არ არის," - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სახელისუფლებო გუნდის ლიდერების მხრიდან ივანიშვილზე საუბრის გააქტიურებას.
ვაშაძე თვლის, რომ ივანიშვილისგან ხელისუფლებას დავალება აქვს მიღებული, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს.
სამწუხარო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დავალება აქვთ, რომ უნდა დააპირისპიროს ქართველი ხალხი ერთმანეთთან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა და არა ბიძინა ივანიშვილმა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს დაჩქარებული წესით ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების გარეშე,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.