არავის არ უთქვამს დასავლეთი - კობახიძემ "კარტების გახსნა" გადაიფიქრა
ირაკლი კობახიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ, სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში „კარტების მეტად გახსნას“ აანონსებდა, დღეს ამტკიცებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ განცხადებები არასდროს გაუკეთებია.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია "გლობალური ომის პარტიის" წინააღმდეგ აკეთებდა განცხადებებს.
არავის არ უთქვამს დასავლეთი. საუბარი იყო გლობალური ომის პარტიაზე, რომელსაც აქვს ტავისი ფართო გავლენები, მაგრამ არავის არასდროს არ უთქვამს დასავლეთი, შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია"- განაცხადა კობახიძემ.
6 ივლისით დათარიღებულ სატელევიზიო გამოსვლაში კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობდა:
„დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ გამეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად. რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოება ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს. ვიტყვით იმას, რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება, ასევე ავუხსნით უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, რას შეიძლებოდა განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.