აქციებს ნებართვა აღარ დასჭირდება - რას ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები და იურისტები
აქციებს ნებართვა აღარ დასჭირდება - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ყველა ის შეზღუდვა, რასაც ხელისუფლება აქციის მონაწილეებს უწესებდა არაკონსტიტუციური იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლებრივი ფუნქცია რომ ამჯერად სწორად შეასრულა ამაზე საუბრობენ იურისტები. თუმცა, ამბობენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას მაინც ვერ შეცვლის, რადგან მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს ხდება აქტივისტების უკანონო დაკავება.
საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, უგულებელყოფს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს არის კანონში გათვალისწინებული და უგულებელყოფს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, როცა ადამიანებს იჭერენ ცარიელი ფურცლის ჭერისთვის, როცა ადამიანებს იჭერენ საპროტესტო მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს, ბუნებრივია, საუბარი იმაზე, რომ 5-დღიანი გაფრთხილების ვალდებულების გაუქმება რაიმეს შეცვლის, ან არაკონსტიტუციურად ცნობა, იქნება გულუბრყვილობა, თუმცა ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლებრივი ფუნქცია შეასრულა ჯეროვნად,“ - ამბობს შოთა თუთბერიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ხელისუფლებისგან პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ აქტივისტებს.
იმის მიუხედავად, რომ ამგვარი ფორმალური ჩანაწერები შეიძლება კანონმდებლობაში იყოს და აქამდეც არსებობდა ბევრი ამგვარი შემთხვევა, მაინც და მაინც, პოზიტიური მოლოდინი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით არ არსებობს. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება თავად არის ხოლმე ამგვარი კანონების დამრღვევი და უბრალოდ, ფორმალურად პოლიციის ხელით აცხადებს ხშირ შემთხვევაში, რომ იმ მომენტში შეუსაბამო არის ამგვარი აქტივობის ჩატარება და აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით ქმნის ხოლმე გარკვეულ დაბრკოლებებს,“ - ამბობს ნიკო მანაგაძე.