მგონია, რომ FBI-ისთვის ჩვენებები აქვს მიცემული, ბიძინამ იფიქროს, ღარიბაშვილი რატომ უგორებს კოჭებს სალივანს - ხუხაშვილი

18.12.23 18:28
მგონია, რომ FBI-ისთვის ჩვენებები აქვს მიცემული, ბიძინამ იფიქროს, ღარიბაშვილი რატომ უგორებს კოჭებს სალივანს - ხუხაშვილი

რატომ აქებს პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს - პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ აშშ-ში სალივანთან შეხვედრის დროს ღარიბაშვილს მარტივი საუბარი არ ექნებოდა და არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილთან დაკავშირებით FBI-ის ჩვენებებიც მისცა. 

მე მაინც მგონია, რომ FBI-ისთვის ჩვენებები აქვს იქ მიცემული, სალივანთან შეხვედრა ასე მარტივი არ არის და ბიძინამ ამაზე იფიქროს, რატომ უგორებს კოჭებს ასე სალივანს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დოსიე გაკეთდა, ღარიბაშვილი ორი კვირით, საეჭვოდ ამერიკაში რომ დადიოდა...
ეს გამოჩნდება მომავალში, ისტორიაში დაიწერება, რეალურად რა ხდებოდა სალივანთან შეხვედრებზე და შეხვედრებს მიღმა. 
ურთიერთგამომრიცხავი რაღაცაა, ამნეზია ხომ არ გვაქვს, გვახსოვს, რომ მთელი წლის განმავლობაში როგორ უნდოდა ევროპას და ამერიკას ჩვენი ომში ჩათრევა, ამაზე იყო ხომ რიტორიკა და ბიძინას ანგარიშებიც იმიტომ იყო შეჩერებული თურმე, რომ ევროპელებს და ამერიკელებს უნდოდათ ომი,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.